არქივი5 ნოემბერი, 2025, 12:10
ფილიპინებში ტაიფუნმა 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ტაიფუნ „კალმაეგის“, რომელიც ფილიპინების ცენტრალურ ნაწილს დაატყდა თავს, სულ მცირე 66 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ცენტრალურ კუნძულ სებუზე, სადაც 49 ადამიანი დაიღუპა, ქალაქები დაიტბორა. ამ დროისთვის, 26 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ტაიფუნი ხმელეთზე მოხვედრის შემდეგ შესუსტდა, თუმცა 80 130 კმ/სთ მეტი სიჩქარის ქარი კვლავ შენარჩუნდა.
პროგნოზის მიხედვით, ოთხშაბათისთვის ტაიფუნი ვისაიასის კუნძულების რეგიონში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გადავა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.