ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფილიპინების თავდაცვის მდივანი - ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობის ყველაზე დიდი დამრღვევია

ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობის ყველაზე დიდი დამრღვევია, - ამის შესახებ ფილიპინების თავდაცვის მდივანმა, ჟილბერტო თეოდორომ განაცხადა.
„ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საერთაშორისო მშვიდობის ყველაზე დიდი დამრღვევია. ანტიდოტი ჩინეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედებაა“, - განაცხადა ჟილბერტო თეოდორომ.
თეოდორომ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებმა ჩინეთს უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდონ.
„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას, რათა აქტუალური და სანდო დარჩეს, არ შეუძლია იმის იგნორირება, რასაც ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აკეთებს“, - აღნიშნა ფილიპინების თავდაცვის მდივანმა.
ცნობისთვის, ბოლო 12 თვის განმავლობაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებისა და ჩინეთის გემებს შორის დაპირისპირების შემთხვევებმა იმატა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.