არქივი31 იანვარი, 2026, 20:18
ფილარმონიიდან პარლამენტისკენ ლოზუნგით - „დაიცავი განათლება“, მარში მიმდინარეობს

ფილარმონიიდან პარლამენტისკენ სახელწოდებით „დაიცავი განათლება“ მარში მიმდინარეობს.
პროტესტში მონაწილეობენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერები. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დასრულდება, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.