ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფილადელფიაში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ორგანიზებით, რიგით მე-9 „ქართული ღვინის ფორუმი“ აშშ-ის პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში ჩატარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პენსილვანიის უნივერსიტეტში გამართული ორდღიანი ღონისძიება მოიცავდა სამეცნიერო კონფერენციას და ქართული ღვინის სემინარ-პრეზენტაციას, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ ბატიუკი, არქეოლოგი ბილ შინდლერი, ასევე სომელიეები და მარკეტინგის სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ღვინის ფორუმი“, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევრები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ.
„ქართული ღვინის ფორუმი“ აშშ-ში პირველად 2018 წელს ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება.
კომენტარები კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.