ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა

აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი ბავშვი და პაციენტის დედა.
მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი მექსიკის მოქალაქეა.
მექსიკაში დაფუძნებული კომპანია Jet Rescue Air Ambulance-ის ინფორმაციით, პაციენტი ფილადელფიაში მკურნალობის შემდეგ მექსიკაში ბრუნდებოდა.
„ამ დროისთვის, გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ“, – აცხადებს კომპანია.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)