ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფიზიკური შხლა-შემოხლა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
ხმაური მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის გამოსვლას, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა, საპასუხოდ ოპონენტებმა ოპოზიციის კრიტიკა დაიწყეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის საკითხს განიხილავდნენ. სხდომის დასრულებისას კი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.