ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფიზიკური დაპირისპირება მალდივების პარლამენტში - კანონმდებლები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ

მალდივების პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. დეპუტატებს შორის ჩხუბი პარლამენტის სესიაზე კენჭისყრის დროს მოხდა.
ქაოსი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, კენჭისყრის წინ, მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის დამტკიცების პროცესი შეეჩერებინა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთმა დეპუტატმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.