,, ფეხებგაფარჩხული კეტავენ გზას იმიტომ, რომ არ ჰყოფნით ადამიანი” – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:
,,შეუძლებელია, რომ 20 ადამიანი ძალადობდეს მილიონ ნახევრიან ქალაქზე – შეკრებას და მანიფესტაციას აქვს თავის წესი, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი, თავისი პროტესტი.
როდესაც არიან ის რაოდენობა, რომელიც ეტევა, გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე და ა.შ. – გამოხატონ იქ.
თუკი იქნება ის რაოდენობა, რომლისთვისაც საკმარისი არ არის, რომ ტროტუარი გადაიკეტოს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გამოიყენონ ასევე ქუჩის ტერიტორია.
ახლა ვხედავთ, ფეხებგაფარჩხული რომ კეტავენ გზას იმიტომ, რომ არ ჰყოფნით ადამიანი – 20 ადამიანი ვერ იძალადებს მილიონნახევრიან ქალაქზე.
ხედავთ, რომ ვერ ეტევიან – ჯაჭვსაც ვერ კრავენ და ცდილობენ, მაქსიმალურად გაიწელონ რომ გადაკეტონ გზა.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…