ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ფეხბურთის ფედერაციამ გაგვცეს პასუხი – შუაში რომ ბიძინას ბიჭი დგას რა უნდოდა უპრინციპულესი მატჩის წინ“ – ალეკო ელისაშვილი

,,მოქალაქეების” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ცოტნე ივანიშვილის კვარაცხელიასთან და მამარდაშვილთან გადაღებულ ფოტოს ასე ეხმაურება:
,,ფეხბურთის ფედერაციამ გაგვცეს პასუხი – შუაში რომ ბიძინას ბიჭი დგას რა უნდოდა უპრინციპულესი მატჩის წინ, ან საერთოდაც შეკრებაზე მყოფი ნაკრების მოთამაშეებთან ვიღაც უცხო პირს რა ესაქმება? ნებისმიერს შეუძლია ასე მიადგეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, გამოიყვანოს და ფოტოები გადაიღოს თუ ეს რახან ქოცების იმპერატორის უფლისწულია ამიტომ მოსულა? რამზან კადიროვის ამაზრზენ გზას ადგახართ აშკარად. ახსენით ეს ამბავი ფედერაციის ხელმძღვანელობამ!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.