ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ფეხბურთისთვის მიუღებელია", - იტალიელმა ვეტერანმა პსჟ-ბაიერნის მატჩი გააკრიტიკა

"ფეხბურთისთვის მიუღებელია", - იტალიელმა ვეტერანმა პსჟ-ბაიერნის მატჩი გააკრიტიკა

საფეხბურთო სამყარო აღფრთოვანებული დარჩა ბაიერნ მიუნხენისა და პარის სენ-ჟერმენის ცხრაგოლიანი თრილერით, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც აღნიშნული თამაში არ მოეწონათ. მაგალითად მილანის ექს-ფორვარდი, ალესანდრო მელი, ვინც "რეკორდმაისტერისა" და პსჟ-ს შეხვედრა გააკრიტიკა.

"არასწორად არ გამიგოთ, მილანი-იუვენტუსსა და პსჟ-ბაიერნს შორის აუცილებლად ავირჩევ მეორეს, თუმცა იმ მატჩში არაერთი პრობლემა დავინახე. იმ შეხვედრაში არ არსებობდა დაცვის მექანიზმები, გარდატეხა კი ვიდეო გამეორებამ შეიტანა. თუ ასე გაგრძელდა, მომავალში ვიხილავთ 7:5-ის ან 6:6-ის მსგავს ანგარიშებს.

ასეთი რაღაც უხდება NBA-ს, რადგან ამერიკაში მთავარი სანახაობა არის. ფეხბურთში ეს მიუღებელია და მინდა გავიხსენო ძველი დრო, როცა მოწინააღმდეგის კარის აღება უფრო რთული იყო. ეს ჩემი პირადი აზრია", - განაცხადა იტალიელმა ექს-ფორვარდმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.