ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფეხბურთელ გიორგი გოჩოლეიშვილის 1 წლის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

ფეხბურთელ გიორგი გოჩოლეიშვილის 1 წლის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

Geo Team სოციალურ ქსელში ფეხბურთელ გიორგი გოჩოლეიშვილის ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ბოლო 2.5 თვე ამ წყვილის, გიორგის და ანას სახლი კლინიკა იყო, სადაც მათ სანდროსთან ერთად ეძინათ.
გიორგი ვარჯიშსა თუ თამაშებზე ჰოსპიტალიდან დადიოდა, სადაც სავარჯიშო პროცესის თუ მატჩის დასრულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა.
ჩელსისთან, კონფერენს ლიგის მატჩისწინა ღამით გოჩოს მხოლოდ 2 საათი ეძინა, გაიღვიძა, ჩანთა ჩაალაგა და შეკრებაზე წავიდა. საღამოს სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა და კიდევ ბევრი ასეთი უძილო ღამე იყო…
დღეს სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა და სახლშია, სადაც იწყება რეაბილიტაციის პროცესი.
1 წლის სანდრო უკვე უძლიერესი კაცია, ამ პოსტით კი მის მშობლებს, გიორგი გოჩოლეიშვილს და ანა ოქრუაშვილს გაუმარჯოს”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.