ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი ნაკლი აქვს, ეს ფასი უნდა ღირდეს?!" - მენომ პსჟ-ის მოთამაშე გააკრიტიკა

"ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი ნაკლი აქვს, ეს ფასი უნდა ღირდეს?!" - მენომ პსჟ-ის მოთამაშე გააკრიტიკა

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა პიერ მენომ თავის Youtube Pierrot Le Foot არხზე საუბრისას პსჟ-ის ახალწვეული ილია ზაბარნი გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინელში გადახდილი თანხა ძალიან დიდი იყო და მან ინდივიდუალური დაცვის თამაში არ იცის.
"თავდაპირველად, როდესაც ზაბარნის კრიტიკა დავიწყე, მითხრეს, რომ ის მხოლოდ 2 თვის მოსული იყო და უნდა მომეცადა. თუმცა, ჩემი კრიტიკის შემდეგ "ლევერკუზენთან" მატჩი იყო, სადაც 2 პენალტი აიკიდა და მოედნიდან გააძევეს.
მან ინდივიდუალური დაცვის თამაში არ იცის. ეს ცენტრალური მცველისთვის, განსაკუთრებით იმისთვის, რომლის ფასიც 60 მილიონი ევროა, ძალიან ცუდია.
ყველაზე მეტად მაწუხებს ზაბარნის ფასი, რომელიც 60 მილიონი ევროა. ფეხბურთელისთვის, რომელსაც დაცვაში ამდენი ნაკლი აქვს?! - ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემაა. როგორც კი მარკინიოსი ფორმაში დაბრუნდება, ყველას შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ", - თქვა მენომ.
"როდესაც ჟოაომ ეს პირველად გააკეთა, მთელი ოჯახი ვტიროდით" - ნევეშის ულამაზესმა შეყვარებულმა ახსნა, რას ნიშნავს ფეხბურთელის გოლის სამი თითით აღნიშვნა
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა
კაპიტანი გუნდიდან მიდის? - მარკინიოსის 12-წლიანი პარიზული კარიერა დასასრულს უახლოვდება
ზაბარნის ტრანსფერმა სიტუაცია შეცვალა - კაპიტანი გუნდის დატოვებაზე
ზაბარნის მეუღლე მისი ქმრის "ბარსელონასთან" მატჩში ცარიელი კარიდან გამოტანილ ბურთს გამოეხმაურა
რას უპირებს ენრიკე ზაბარნის საშინელი მატჩის შემდეგ - კომენტარი ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმაც გააკეთა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.