ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ფენერბაჰჩე" საუდის არაბეთის ლიგიდან ორ შემტევს იმატებს

"ფენერბაჰჩე" საუდის არაბეთის ლიგიდან ორ შემტევს იმატებს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ფენერბაჰჩე" საუდის არაბეთის ლიგიდან ორი ფეხბურთელის დამატებას ცდილობს და ერთ შემთხვევაში წარმატებას უკვე მიაღწია.
გადაწყვეტილი ამბავია, რომ იანვარში სტამბოლელებს "ალ ნასრიდან" 30 წლის ბრაზილიელი შემტევი ანდერსონ ტალისკა შეუერთდებათ, გარიგების დეტალები კი არ სახელდება.
"ფენერბაჰჩე" "ალ აჰლისაც" მიადგა და 33 წლის რობერტო ფირმინოს ტრანსფერზეც დაიწყო მუშაობა. SBA Sports იტყობინება, რომ თურქული მხარე ამ გარიგების წარმატებით დახურვასთანაც ახლოსაა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.