ფედერიკა მოგერინი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ხარისხს უწუნებდა, კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ფედერიკა მოგერინის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. “როგორ გვმოძღვრავს ბრიუსელის ბიუროკრატია “ღირებულებების” ღალატის გამო, როგორ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას ყოველ მეორე დღეს და თვითონ კი სწორედ იქ – კისრამდე ნაგავში ტივტივებენ”- წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ბრიუსელის მდგომარეობა ქართულ ანდაზას ახსენებს. “ფედერიკა მოგერინის საქმეზე, ქართული გამოცანა გამახსენდა – “გარეთ ატლასი, შიგნით ათასიო”… როგორ გვმოძღვრავს ბრიუსელის ბიუროკრატია “ღირებულებების” ღალატის გამო, როგორ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას ყოველ მეორე დღეს და თვითონ კი სწორედ იქ – კისრამდე ნაგავში ტივტივებენ. მოგერინი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ხარისხს უწუნებდა, კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა. აი ეს არის ე.წ. “ბრიუსელის პრინციპულობის” ნამდვილი სახე: გარედან ატლასი – ქადაგება ევროპულ ღირებულებებზე და შიგნიდან ათასი – სიბინძურე და კორუფცია!”- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო