ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა – რა გახდა მიზეზი?

BBC-ის ცნობით, ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებით აღძრული საქმე შეწყვიტა.
საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ ფლორიდის შტატის საოლქო მოსამართლემ, ეილინ ქენონმა გამოტანილ დადგენილებაში განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური მრჩევლის, ჯეკ სმიტის დანიშვნამ, რომელიც ამ საქმის პროკურორია, კონსტიტუცია დაარღვია და მას საქმის აღძვრის უფლებამოსილება არ გააჩნდა.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი 2023 წელს წაუყენეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.