“ფედერალისტებმა” სადამფუძნებლო ყრილობა გამართა

“ფედერალისტებმა”სადამფუძნებლო ყრილობა გამართა. პარტიის ინფორმაციით, ეს რიგით მეორე ყრილობაა, რადგან „პარტიის პირველი წესდება აბსურდული ტექნიკური მიზეზებით რეესტრმა დაახარვეზა“.
„ამჯერად ქართული ოცნების ანალოგიური წესდება შეგვაქვს და დახარვეზების შემთხვევაში, ცხადი იქნება, რომ მოტივი პოლიტიკურია”, – აღინიშნება პარტიის ინფორმაციაში.
ამავე ცნობებით, ყრილობაში მონაწილეობა 325-მა დელეგატმა მიიღო.
ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია გიგა ბოკერია.
ფედერალისტების თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს თამარ ჩერგოლეიშვილი.
პოლიტსაბჭოს წევრებად კი ყრილობამ 22 კანდიდატი აირჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო