ფაჩულია რაჭაში ჰესს აშენებს – სპორტსმენს კობახიძის ხელმოწერით უძრავი ქონება 49 წლის ვადით გადაეცა

29
სპორტსმენი და ბიზნესმენი, ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 661-ე განკარგულებიდან გახდა ცნობილი, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
დოკუმენტით ირღვევა, რომ „სადმელი ჰესს“, რომლის 100%-იანი წილი ზაზა ფაჩულიამ 2025 წელს შეიძინა,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 007 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაეცა.
ინვესტორმა (ზაზა ფაჩულიამ) ყოველწლიურად 18 973 ლარი უნდა გადაიხადოს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს სადმელი ჰესისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ:
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს სადმელი ჰესს (ს/ნ: 405601898) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 18 973 ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, ამ დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება. განკარგულების
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის 18 973 ლარის გადახდა ყოველწლიურად;
გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, სს ელექტროენერგეტიკული
სისტემის კომერციულ ოპერატორსა და შპს სადმელი ჰესს შორის 2025 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული განხორციელების ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროსადგურის „სადმელი ჰესის” აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება”, – წერია კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.
ჰესის სიმძლავრე განკარგულებაში აღნიშნული არ არის. თუმცა სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, „სადმელი ჰესის“ სიმძლავრე 2.7 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 19.2 მლნ კვტ/სთ. ჰიდროელექტროსადგური 2027 წლის 30 სექტემბრისთვის უნდა ამუშავდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს