ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფაქტია, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არის 60% - ფაქტია ისიც, რომ ხელმოცარული ოპოზიცია გვყავს - რატი იონათამიშვილი

"თუ ვინმე და რაიმე არ მოსწონს ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს, ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს გვყავს ქვეყანაში", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ მმართველი გუნდი მხარდამჭერთა რაოდენობა 60%-ია.
"ქართული ოცნების" მხარდაჭერა რომ არის 60%, ეს არის ფაქტი. ჩვენ რომ გვყავს ხელმოცარული ოპოზიცია, ესეც არის ფაქტი. თუ ვინმე და რამე არ მოსწონს ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს, ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს გვყავს ქვეყანაში. ეს შედეგები არის დამსახურებული, ვინაიდან ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი უკეთებია, გარდა იმისა, რომ უპირისპირდებოდა არა საკუთრივ „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენს სახელმწიფოს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.