ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფაქტია, რომ ერთ დღეს ლომჯარიამ ვიღაცას ტელეფონით უთხრა, თუ თქვენგან მკაცრი განცხადებები არ იქნება, ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთო

„ყველა ის ადამიანი, რომელმაც ბოლო დღეებში განაცხადა, რომ საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ განხილვით შეშფოთებულები იყვნენ, ცხადია, რომ ერთი ხელით იმართებიან“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
ეკა სეფაშვილის თქმით, ორმაგი სტანდარტია, როცა დასავლეთის პოლიტიკური წარმომადგენლები იმავე სახის კანონს ევროპაში განიხილავენ, საქართველოსთვის კი მიუღებელს უწოდებენ.
„ფაქტია, რომ შევიტყვეთ, ერთ დღეს ნინო ლომჯარია ვიღაცას ტელეფონით როგორ ესაუბრა და უთხრა, რომ თუ თქვენგან მკაცრი განცხადებები არ იქნება, ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთო. ამის მერე კი, მეორე დღეს, საერთაშორისო აქტორებმა ერთმანეთის მიყოლებით განაცხადეს, თუ როგორი შეშფოთებულები იყვნენ ამ კანონპროექტის გამო.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ თავადაც განიხილავენ ასეთ კანონპროექტს, რომელიც საფრანგეთის სენატმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ევროკომისიამ მიიღო და ევროპარლამენტს გადაუგზავნა და ა.შ. ეს ორმაგი სტანდარტია. ერთი, რომ თუ მათი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ეს კანონპროექტი, ჩვენთვის რატომ არ არის? მეორე კი, გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში შემაშფოთებელი რა არის?“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.