ფაქტების შემმოწმებლები ოპოზიციას მორიგ სიცრუეში ამხხელენ

ფაქტების შემმოწმებლების შეტყობინების საფუძველზე, Meta-მ ოპოზიცია მორიგ სიცრუეში ამხილა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციის სტატუსი მიანიჭა.
საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე ნაჩვენებ საქართველოს რუკის ფოტოს, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით არის მონიშნული, ხოლო ლურჯ ფერში არის ყველა სხვა ოლქი, სადაც „ქართულ ოცნებას“ თავისი დელეგატები ჰყავდა წარდგენილი.
იმის გამო, რომ პრეზენტაციაზე ნაჩვენები ფოტო ტელეეკრანზე მკვეთრად გარჩევის შესაძლებლობას არ იძლეოდა, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა რუკა, რომელშიც თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში არ შედის.
ფაქტების გადამოწმების პლატფორმა „ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული ინფორმაცია დამოუკიდებლად გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ და შალვა პაპუაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პირდაპირ ეთერებში რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც თეთრად აღიქმება.
ამასთან, მედიებს პრეზენტაციის ფაილიც გაეგზავნათ, სადაც ჩანს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც რუხი ფერით არის გამოყოფილი.
სწორედ ამის გამო, სოციალურ ქსელში, ვისაც აღნიშნული რუკა აქვს გაზიარებული, „ფეისბუქმა“ დეზინფორმაციად მონიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს