ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია – მსოფლიო ბანკი
ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულში იმყოფება – კვლევას მსოფლიო ბანკი აწარმოებს, რომელიც 188 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფასების დონის მაჩვენებლებს იკვლევს მსყიდველუნარიანობის მიხედვით.
ინდექსი საშუალებას იძლევა დროის კონკრეტულ მომენტში შევადაროთ სხვადასხვა ქვეყნის ფასების დონე, გამოხატული ერთიან ვალუტაში – რაც უფრო დაბალია ფასების დონის ინდექსი მოცემულ ქვეყანაში, მით უფრო ნაკლებ თანხად შეიძლება იყიდოს ადამიანმა ერთი და იგივე პროდუქტების ნაკრები ამ ქვეყანაში.
საქართველო ფასების დონის სიმცირით მსოფლიოში 33-ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია. ევროპაში, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში სიიაფით საქართველოს მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი მცირედით უსწრებს.
2012 წელთან შედარებით სიიაფის რეიტინგში საქართველო 18 ადგილით დაწინაურდა – მაშინ საქართველო ფასების დონის სიმცირით მსოფლიოში 51-ე ადგილს იკავებდა.
Next: სისხლის სამართლის გამოძიება არის ორლესული მახვილი – როგორც რუსი გენერლის დანაშაულს იძიებს, ასევე შეიძლება გამოიძიოს სააკაშვილის საქმეც, თუკი მისი დანაშაული გამოიკვეთება. სწორედ ამიტომ ატეხა განგაში სააკაშვილმა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.