“ფასადური ცვლილებების მიღმა ერთადერთი გამოსავალი არსებობს – “ქართული ოცნება” ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას” – როგორ აფასებენ ოპოზიციაში მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებებს

მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. როგორც “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩიამ ამბობს, ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს, შეცვლის, განსაკუთრებულს არაფერს ცვლის.
“შეიცვლება ის, რომ იქნება პრემიერ-მინისტრი და ღარიბაშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე. დანარჩენი, რასაკვირველია, არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ორივენი ისედაც მაღალ თანამდებობაზე იყვნენ და ახლა, როცა ეს მაღალი თანამდებობა ერთმანეთში გაცვალეს, ამით არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, ჩემი აზრით,” – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებლის”, სამთავრობო ცვლილებებს ფასადურს უწოდებს.
“არსებითად არაფერს შეცვლის, ირაკლებისთვის შეიცვლება – კობახიძეს დაუძახებენ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილს დაუძახებენ პარტიის თავმჯდომარეს. აქამდე პირიქით იყო. აი, ეს შეიცვლება, ხალხისთვის არაფერი არ შეიცვლება. ამ ფასადური ცვლილებების მიღმა ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რომ “ქართული ოცნება” ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის. ამასთან, ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას” უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო