ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე: ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან
ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე: ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან
10 სექ 202611:28
საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში რუსეთის მხარეს იბრძვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მებრძოლი „ქართული ეროვნული ლეგიონის“ წევრებს სამხედრო დამნაშავეები უწოდა.
„მათ მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია - ეს სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონებით გასამართლდებიან“, - განაცხადა ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო სააგენტო „ტასსთან“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.