ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly-ის შემოსავალი მეოთხე კვარტალში 43%-ით გაიზარდა

საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოში უდიდესმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly-მ 2025 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა მოგება ერთ–ნახევარჯერ, ხოლო შემოსავალი 43%-ით გაზარდა, დიაბეტისა და წონის დაკლების მედიკამენტებზე მაღალი მოთხოვნის წყალობით.
პრესრელიზის თანახმად, კომპანიამ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 6.64 მილიარდი დოლარის ანუ აქციაზე 7.39 დოლარის წმინდა შემოსავალი გამოაცხადა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 4.41 მილიარდ დოლართან ანუ აქციაზე 4.88 დოლართან შედარებით.
ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, მოგება აქციაზე 7.54 დოლარამდე გაიზარდა. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი აქციაზე 6.73 დოლარს შეადგენდა.
შემოსავალი 43%-ით გაიზარდა და 19.29 მილიარდ დოლარს მიაღწია, პროგნოზირებული 18.01 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ.
ვრცლად interfax – ზე

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!