„ფარიკაობენ თბილისში და ხალხს ხოცავენ უკრაინაში“ - სპორტის სასახლესთან აქცია გაიმართა

საპროტესტო აქცია მოეწყო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად - სადაც რუსეთის სამხედროები ასპარეზობენ.
„დღეს ჩვენსა და რუს სამხედროებს შორის დგას ქართველი პოლიციელი და ჩვენს ნაცვლად მათ იცავენ“, - თქვა დემონსტრაციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დემონსტრანტებმა მიიტანეს ბანერები წარწერებით: „ისინი ფარიკაობენ თბილისში და ხოცავენ [ადამიანებს] უკრაინაში“, „სპორტი პოლიტიკაზე მაღლაა?! ეს დახოცილებს უთხარით“, „მასობრივი საფლავებისთვის მედლები არ გაიცემა“, „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, „ანწუხელიძის ქვეყანაში რუსები ვერ გაიმარჯვებენ“ და ა.შ..
· ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს
· რუს მოფარიკავეებს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურად ასპარეზობის უფლება წლების შემდეგ მიეცათ;
· რუსეთის დელეგაციაში 24 სპორტსმენია, ნაწილი - სამხედრო ჩინით. დემონსტრანტების ინფორმაციით, მათგან 17 არის სამხედრო მოსამსახურე.
· თბილისში ჩამოსული რუსი მოფარიკავეების ერთი ნაწილი - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ "არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბს" [ЦСКА]-ს წარმოადგენს.
· ისინი სანქცირებული არიან უკრაინის მთავრობის მიერ.
· ისინი მხარს უჭერენ ომს უკრაინის წინააღმდეგ და პუტინის პოლიტიკას.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.