ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, ჩვენ ამოცანაა, მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში

ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო კიდევ უფრო შეინარჩუნებს და განამტკიცებს ლიდერის პოზიციას ამ სფეროში.
„ფართო რეგიონში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით პარლამენტში, ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის სამეულში, მსოფლიო სამეულში გავიდეთ უახლოესი წლების განმავლობაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირებულიყო კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ ლიდერის პოზიციას ამ სფეროში.
კანდიდატი ქვეყნები რომ ავიღოთ, თქვენ იცით, რამხელა პრობლემებია უკრაინაში, მოლდოვაში, კორუფციის კუთხით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის ვიყოთ ლიდერი და არა მხოლოდ 7- 8 ქვეყანას გავასწროთ ევროკავშირში, არამედ მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის ყველანაირი საფუძველი არსებობს და ამისათვის მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს