ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

"ნაპოლის" ყოფილმა თავკაცმა რუდი გარსიამ ლიგა 1+-ის გადაცემაში სტუმრობისას, თავის ყოფილ შეგირდ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ის ქართველს "პარტენოპეიში" 2023/24-წლების სეზონში ავარჯიშებდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო აურელიო დე ლაურენტისმა მალევე დაითხოვა.
"ხვიჩას დრო სჭირდებოდა, რომ 2022/23-წლების ბრწყინვალე სეზონი გაეანალიზებინა, სადაც ის იტალიის ჩემპიონი გახდა. კვარაცხელია ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მოულოდნელად არსაიდან გაჩნდა და სერია A მოიგო.
ხვიჩა ფანტასტიური მოთამაშეა. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ის შეტევაში ისეთი კარგი ფეხბურთელები უკვე ჰყავდა, როგორებიც დუე, ბარკოლა და დემბელე არიან, რა თქმა უნდა, ის გუნდისთვის მაინც დიდებული შენაძენი იყო", - თქვა ბელგიის ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.