ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ფანებს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი უხარიათ, ჩვენ კი აზრს არავინ გვეკითხება" - ალისონი

"ფანებს ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი უხარიათ, ჩვენ კი აზრს არავინ გვეკითხება" - ალისონი

დღეს, 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ლივერპული" "მილანს" ესტუმრება. "სქაუზერების" მეკარე ალისონმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შესახებ ისაუბრა.
გულშემატკივრებისთვის ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი გასაოცარია, მაგრამ ფეხბურთელებს არავინ გვეკითხება, რას ვფიქრობთ დამატებით თამაშებზე, ჩვენი აზრი არავის აინტერესებს.
ფეხბურთელები სულელები არ ვართ და ვხვდებით ეს რატომაც ხდება. თუმცა ჭკვიანური იქნებოდა, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა მხარე შეიკრიბებოდა და გადატვირთული კალენდარის შესახებ ისაუბრებდნენ. როდესაც დაღლილი ხარ, უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლებელია. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რისგანაც ჯერჯერობით შორს ვართ", - განაცხადა ალისონმა.
შეგახსენებთ,
"მილანისა" და "ლივერპულის" მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.