არქივი17 მაისი, 2024, 19:09
ფავლენიშვილი: სადარბაზოსთან დამხვდა 5 ადამიანი - ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი
ნაციონალური მოძრაობის წევრ, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მას 5 სპორტულად ჩაცმული პირი სადარბაზოსთან დახვდა და სიტყვიერად დაემუქრა მაშინ, როცა ის ცოლთან და ერთი წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა.
"დღეს, დღის, 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ.
ჩვენ იმ გვარის ვართ, უკანდახევა რომ არ სჩვევიათ!" - წერს ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.