"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პსჟ-მა "ბაიერნს" 2:0 სძლია, სადაც მიუნხენელთა შემტევმა ჯამალ მუსიალამ ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახების შემდეგ კოჭი მოიტეხა და მოედანზე დაახლოებით 5 თვე ვერ ვიხილავთ.
ამ ამბავს დიდი განხილვა მოჰყვა. "რეკორდმაისტერის" ყოფილმა მცველმა რაფინიამ SporTV-სთან საუბარში მოჰყვა, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის შემდეგ პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და დონარუმასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.
"ბაიერნში" ისეთი ფეხბურთელები არ თამაშობენ, რომლებიც დამარცხებაზე ცუდად რეაგირებენ. მათ ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ დიახ, მატჩის შემდეგ ისინი გაბრაზდნენ - მათ სურდათ, რომ დონარუმას ბოდიში მაინც მოეხადა, რადგან დაინახეს, რომ მუსიალას ტრავმა სერიოზული იყო. მატჩის შემდეგ "ბაიერნის" გასახდელში ცხარე დისკუსიები გაიმართა.
მიუნხენელთა ფეხბურთელები პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და დონარუმასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს, რის შემდეგაც რამდენიმე უხეში სიტყვაც კი გაცვალეს. იცოდნენ, რომ იტალიელს გერმანელი განზრახ არ დაუზიანებია, მაგრამ სპორტული ეთიკა ამას მოითხოვს", - თქვა რაფინიამ.
პსჟ "რეალთანაც" ფავორიტია - ხვიჩასა და ტრენტის კიდევ ერთი დუელი!
მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
გვარდიოლას "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
ერთბაშად ოთხი ფეხბურთელის წაყვანა სურთ - "ბარსელონას" ვარსკვლავები საუდის არაბეთის კლუბებს უნდათ
ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი...
"ფლიკი მუსიალას ტრანსფერზე ოცნებობს" - ესპანური გამოცემა
შესანიშნავი ამბავი - შესაძლოა, მიქაუტაძე ევრო 2024-ზე "ოქროს ბუცის" მფლობელი მაინც გახდეს
"ალ ჰილალი" რაფინიას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდის
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
"მანჩესტერ სიტის" რაფინიას შეძენა სურს
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
პსჟ "რეალთანაც" ფავორიტია - ხვიჩასა და ტრენტის კიდევ ერთი დუელი!
"ბარსელონას" დიდებული ქამბექი - "ბლაუგრანამ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
კროოსმა თავისი აზრით გერმანიის ნაკრების მომავალი ლიდერები დაასახელა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.