უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს – ფოთის მერი

ძლიერმა შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაიტბორა ბულვარის მიმდებარე ქუჩებიც. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პრობლემურ ადგილებზე ეწყობა ე.წ. ტეტრაბოტები.
“სამწუხაროდ, ფოთის სანაპიროზე, დღის მეორე ნახევარში, გაიზარდა შტორმის სიმძლავრე, ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ პრევენციულ სამუშაოებს. კუნძულის სანაპიროზე, იმ მონაკვეთებში, სადაც სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი მოგვაყენა, მიმდინარეობს ე.წ. ტეტრაბოტების მოწყობა, რათა თავიდან ავირიდოთ კიდევ უფრო დიდი ზიანი. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, აქტიურად განვახორციელებთ სხვა სალიკვიდაციო სამუშაოებს. მადლობა ყველა კომპანიას, რომელიც, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართულია სტიქიასთან ბრძოლის პროცესში“, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ფოთში ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, სადაც უკვე დამონტაჟდა დროებითი გადახურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს