ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე კარვებში გაათენეს.
გადაადგილება შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით - მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
არსებული ინფორმაციით ერთ საათში, დაახლოებით დილის 9 საათზე ოპოზიციის ლიდერები განცხადებას გააკეთებენ და საზოგადოებას სამომავლო გეგმას გააცნობენ.
მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით განმავლობაში საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით ამარაგებდნენ.
კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი გადაკეტეს. მათ 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.