არქივი23 თებერვალი, 2025, 23:28
უწყვეტი პროტესტის 88-ე დღეს რუსთაველი ისევ გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 88-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაიკეტა. რუსთაველის გამზირის გადაკეტვას წინ უძღოდა მცირე დაპირისპირება ოლიგარქის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. პოლიცია ერთ პირის დაკავებას ცდილობდა, თუმცა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგობის შედეგად ვერ შეძლო.
ახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში თითქმის 3 თვეა საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები რეჟიმის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.