ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და სხვა 7 ქალაქში

უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს საპროტესტო აქციები იმართება თბილისსა და სხვა 7 ქალაქში

უწყვეტი პროტესტის მე-200 დღეს თბილისსა და საქართველოს 7 ქალაქში საპროტესტო აქცია-მსვლელობები იმართება. ორგანიზატორები ხელისუფლების გადადგომას, "მიტაცებული ძალაუფლების" დათმობას და "რეჟიმის ტყვეების" გათავისუფლებას მოითხოვენ.
18:00 საათზე დევიზით „ხალხი წყვეტს!“ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ მთავრობის კანცელარიასთან.
"200 დღე გავიდა! ეს დრო იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ვერ გატეხს ხალხის ნებას. რეჟიმი ძლიერი არ არის - ის უბრალოდ გვაჯერებს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უიმედოა. სიმტკიცით, სტრატეგიით და ორგანიზებულობით შესაძლებელია რეჟიმის ჩამოშლა. თუმცა გამარჯვებისთვის გეგმასთან ერთად აუცილებელია საზოგადოების მოქმედება, რომელსაც სჯერა ცვლილების. გამოდი და თქვი - წყვეტს! მოვითხოვთ არალეგიტიმური მთავრობის დაუყოვნებელ გადადგომას! "პარლამენტმა" და "მთავრობამ" დათმოს მიტაცებული ძალაუფლება! გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!", — ნათქვამია ორგანიზატორების მერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპროტესტო აქციები იმართება:
· თბილისში
დროშების მარში - რესპუბლიკის მოედნიდან
პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
"პროტესტის ხმა: თავისუფლებამდე რუსთაველით" — პირველ სკოლასთან
აქცია პარლამენტთან
· გორში
გორის სარებულოს წინ - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“
· ახალციხეში
აქცია შოთა რუსთაველის ძეგლთან.
· ბათუმში
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან: „სამშობლოს სამსახურში!“
· ზუგდიდში
აქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - სამხარეო ადმინისტრაციის წინ.
· თელავში
უწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის შენობის წინ.
· ქუთაისში
აქცია ქუთაისის მერიის წინ - „კი ევროპას, არა რუსეთს!“
· ჩხოროწყუში
აქცია ჩხოროწყუს მერიის წინ - „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.