ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უძრავი ქონების ბაზარი არის „დაღვინებული“, გადის გარკვეულ ფილტრაციას“

„უძრავი ქონების ბაზარი არის „დაღვინებული“, გადის გარკვეულ ფილტრაციას“

უძრავი ქონების ბაზარი არის „დაღვინებული", გადის გარკვეულ ფილტრაციას, - ამის შესახებ „დეველოპერული სერვისების“ დამფუძნებელმა გივი კორინთელმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში, სანდრო ვეფხვაძის საავტორო გადაცემა „მონეტიზაციაში" განაცხადა.
მისი განმარტებით, ბაზრის ძირითადი მოთამაშეები უკვე გამოცდილები არიან, რომლებსაც ძალიან კარგად ახსოვთ 2008/09/2010 წლების ფინანსური კრიზისი.
„იმ ფაქტზეც შევთანხმდეთ, რომ კრიზისები აუცილებელია ნებისმიერი ბაზრისთვის, თუნდაც იმიტომ რომ ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ კრიზისის დროს. რაც შეეხება ფასებს - მშენებლობა დღეს არ გაძვირებულა და ეს ტრენდი უკვე სამი წელია სახეზე გვაქვს.
ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფასო დინამიკა დაუბრუნდა სამი წლის წინანდელ ნიშნულს. დღეის მდგომარეობით, სექტორში ნამდვილად შეინიშნება უძრავ ქონებაზე ფასების კლების ტენდენცია.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაკორექტირდა მიწოდება და მოთხოვნა ბაზარზე, მაგრამ ბანკები მაინც ფრთხილად აფინანსებენ ახალ პროექტებს. თუმცა, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა განმაპირობებელი მიზეზებიც აქვს. ცხადია, ეს არ ნიშნავს რომ მიმდინარე მშენებლობები არ ხორციელდება, ან გაყიდვები შემცირებულია, ეს ნამდვილად არ არის ასე, უბრალოდ წინა წლებთან შედარებით, მიწოდება-მოთხოვნის მედიანა მცირედით შემცირდა,“ - აღნიშნა კორინთელმა.
ბიზნესპრესნიუსი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.