უძილაურმა განზრახ ესროლა ჯანგველაძეს, დაკვეთა საკონტროლო გასროლით მოიყვანა სისრულეში – პროკურორი

გელა უძილაურმა განზრახ ესროლა ლევან ჯანგვრლაძეს, არანაირი დაჭრის მიზნით და მოიყვანა სისრულეში დაკვეთა საკონტროლო გასროლით – ამის შესახებ ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბრალდების მხარის თქმით, მკვლელობის შემდეგ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი.
ვეფხვაძის თქმით, გელა უძილაურმა იარაღი გადამალა და არ მოუშორებია.
თუ ვინმეს სჯერა, რომ შემთხვევის ადგილზე უძილაური მართლა ვინმე სვეტას წერდა, როცა ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა, ეს არ ვიცი, ეს აბსურდია. ლევან ჯანგვრლაძე სკაიპით 2 საათის განმავლობაში ესაუბრება თურმე გელა უძილაურს ესეც ხომ აბსურდია. თუ ასეთი მყარი მტკიცებულება ჰქონდათ, რატომ არ წარმოადგინეს. მინიმუმ ბონდარენკოს ჩვენება უნდა იდოს. მაგრამ ესეც არის აბსურდი”- თქვა პროკურორმა.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. სხდომაზე მხარეები საბოლოო სიტყვებით წარსდგებიან. ამის შემდეგ სავარუდოდ მოსამართლე სათაბიროდაც გავა.
თავად უძილაური მკვლელობას აღიარებს, მაგრამ ირწმუნება, რომ ჯანგველაძე შურისძიების გამო პირადი მოტივით მოკლა. მკველობის ადგილზე კი ვინმე სვეტასთან ჩაშლილი პაემანის გამო შემთხვევით აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)