უცხო ენის მასწავლებლებს ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს

ენის შემსწავლელმა პოპულარულმა აპმა ,,Duolingo’’-მ დასაქმებულთა 10% ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლა. გასული წლის ბოლოს Duolingo-მ გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა კონტრაქტები იმ თანამშრომლებთან, რომლებიც თარგმანზე მუშაობდნენ და წერის გაკვეთილებს ატარებდნენ. მათი დავალებები ხელოვნურ ინტელექტს გადაეცა. კომპანიაში სჯერათ, რომ AI-ს ადამიანებზე უკეთ შეუძლია ასწავლოს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელოვნური ინტელექტი სწავლის ახალ შესაძლებლობებს გახსნის, რითაც მაღალი ხარისხის განათლება უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი. კომპანიის საბოლოო მიზანია შექმნას ავტომატური AI, რომელსაც ნებისმიერისთვის უცხო ენის შესწავლა შეეძლება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.