უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე

უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე
უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ზუსტად ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე, თუმცა პოლიტიკურადაც ამ ტერმინოლოგიით შეიძლება შეფასდეს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას.
„ჩვენი თვალით ვხედავდით ცეცხლს, მოლოტოვის კოქტეილებს და ვხედავდით „ენჯეოს“ თანამშრომლებს, რომლებიც იქ იყვნენ. ISFED-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ მათ იყიდეს აირწინაღები და დაურიგეს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ ძალადობრივი აქციის მონაწილეები იყვნენ. ეს არის დასტური, რომ ევროკავშირის ფული მიდიოდა ძალადობრივი აქციის მონაწილეების დაფინანსებაში.
აირწინაღს ვინმესთვის ჯანმრთელობის გადარჩენის დანიშნულება არ ჰქონია, მას ჰქონდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დანიშნულება. როდესაც ტარდება სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, ძალადობრივი აქციის დაშლა ხდება და შენ აძლევ აღჭურვილობას მოძალადეებს, რომ მათ რაც შეიძლება დიდხანს გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში