უცხოური გლობალური ომის პარტია ხვდება სად არის ქართული სახელმწიფოს ძალა, ამიტომ აქაური საცეცებით ებრძვის, მათ შორის, შეუმდგარი პიროვნებების ხელით – გურამ მაჭარაშვილი ნატა ფერაძის განცხადებაზე

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, “უცხოური გლობალური ომის პარტია” “აქაური საცეცებით ებრძვის” ეკლესიას. ამის შესახებ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ნატა ფერაძის განცხადების შეფასებისას ისაუბრა, რომელიც, თავის მხრივ აცხადებს, რომ სამების საკათედრო ტაძარი კორუფციის ბუდეა.
მაჭარაშვილის თქმით, სარწმუნოება საქართველოში ერთ-ერით ძლიერი ინსტიტუციაა და ამის გამო ებრძვიან.
“სინანულით შევხედავთ ხოლმე იმას, რაც ხდება ადამიანის თავს, რომელიც ებრძოდა ეკლესიას. ალბათ, აქ სერიოზული კომენტარი ვერ გაკეთდება გარდა ერთისა – ის უცხოური გლობალური ომის პარტია ძალიან კარგად ხვდება სად არის ქართული სახელმწიფოს ძალა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დასაყრდენი საქართველოს ეკლესიაა, ამიტომ აქაური საცეცებით ებრძვის, მათ შორის, ასეთი შეუმდგარი პიროვნებების ხელით”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება