“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

“უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა.
ახალ­გაზ­რდე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას დღე­საც გეგ­მა­ვენ, ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან კვლავ 19:00 სა­ათ­ზე შე­იკ­რი­ბე­ბი­ან.
აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე იგეგ­მე­ბა მსვლე­ლო­ბა, თუმ­ცა მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ლო­კა­ცი­ებს წი­ნას­წარ არ ასა­ხე­ლე­ბენ.
თბი­ლის­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინი­ცი­რე­ბუ­ლი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ე­ბი – „არა რუ­სულ კა­ნონს“ 15 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო, მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა პრო­ტეს­ტი­სა და კრი­ტი­კის ფონ­ზე პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით 17 აპ­რილს მი­ი­ღო.

ასევე დაგაინტერესებთ