ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაცია, წინა წელთან შედარებით, 40%-ით შემცირდა

საწარმოთა შემცირება მოდის უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში, მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში დაახლოებით 5 727 ახალი საწარმო დარეგისტრირდა და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რაოდენობის მაჩვენებელს.
„ასევე მოგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 5 727 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რაოდენობის მაჩვენებელს. საწარმოთა შემცირება მოაქვს უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში, მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“, - აღნიშნა თოდრაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.