ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ. რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ. რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომელიც საზღვარგარეთიდან ოპოზიციის დიდი ნაწილის დაფინანსებას ეხება.
ანალიტიკოსის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, ვინ არიან რევანშისტი ძალები და რას წარმოადგენენ ისინი.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება. საქართველოს საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა თუ რას წარმოადგენენ ყველა განშტოების ოდენ ვერცხლისმოყვარე „ნაცრევანშისტები“.
თითქოს წარმოუდგენელია ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტების არსებობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოღალატეები ყოველთვის გვყავდა და აწმყოშიც არიან.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.