უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი საარჩევნო კანონმდებლობით რეგულირდება – გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში გაწერილია, თუ როდის და რა ფორმულით შეუძლია ემიგრაციაში მყოფ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

“უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც ადგენენ შესაბამის ვადებს, წესსა და პროცედურებს, თუ როგორ, როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს არჩევნებში მათი მონაწილეობის საკითხების ორგანიზება და უზრუნველყოფა”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი