უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ჩინეთში, ჩენგდუში 250 ქულიანი ტურნირის ფინალი ლორენცო მუსეტისა და ჩილელი ალეხანდრო ტაბილოს შორის გაიმართა, გამარჯვება ჩილელს დარჩა (3:6 6:2 7:6). აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერმა ზედიზედ მეხუთე ფინალი დათმო.
მოგეხსენებათ, ამავე ტურნირზე ლორენცომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:3 6:3 დაამარცხა, შემდეგ ყაზახი ალექსანდრ შევჩენკოს ბარიერი მარტივად გაიარა, 6:3 6:1, თუმცა ფინალების კომპლექსს ვერაფერი უშველა.
მუსეტიმ ბოლოს ტიტული 2022 წლის ოქტომბერში, ნეაპოლში მოიგო, მას შემდეგ კი დამარცხდა:
2024 წელი, ლონდონის ტურნირი, ტომი პოლი - 1:6 6:7.
2024 წელი, ხორვატია, უმაგი, ფრანსისკო სერუნდოლო - 6:2 4:6 6:7.
2024 წელი, ჩინეთი, ჩენგდუ, შან იუნჩენგი - 6:7 1:6.
2025 წელი, მონტე კარლოს მასტერსი, კარლოს ალკარასი - 6:3 1:6 0:6.
2025 წელი, ჩინეთი, ჩენგდუ, ალეხანდრო ტაბილო - 6:3, 2:6, 7:6.
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს - ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და მეორე ჯგუფში დარჩა
საჩოგბურთო ვარსკვლავების მატჩზე ქართული ოჯახი შეიქმნა - ვიდეო ინტერნეტს იპყრობს
ნოვაკ ჯოკოვიჩი ლორენცო მუსეტისთან დამარცხდა და მონტე-კარლოს მასტერსს გამოეთიშა
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კარლოს ალკარასმა მონტე კარლოს მასტერსი მოიგო
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.