„უცემიათ, დაუკბენიათ, საღორეში დაუმწყვდევიათ“ – 7 წლის ბავშვის საქმეზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო

ინფორმაცია და ბავშვის დაზიანებების ამსახველი ფოტოები თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.
„უცემიათ, დაუკბენიათ… საღორეში დაუმწყვდევიათ“, – ამბობს ტელევიზიასთან ბავშვის ნათესავი და ხელს ბავშვის მშობელს ადებს.
იგი მცირეწლოვანზე დაყრდნობით ამბობს იმასაც, რომ მას მხოლოდ წყალს აწვდიდნენ.
ბავშვი, ტელეარხის ცნობით, ამჟამად უსაფრთხოდაა.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ზოგადად, ეს მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა დამამძიმებელი გარემოება, თუკი ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანია – ასეთ შემთხვევაში პატიმრობის ვადა 3 წლამდე იზრდება. დამამძიმებელი გარემოებაა ჯგუფურობაც.
„ფორმულასთან“ საუბარში ბავშვის საზღვარგარეთ მყოფი მამა ხელს ყოფილს ცოლს – ბავშვის დედას, ასევე ბებიას ადებს.
ჯერ გამოძიების მუხლის დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. უწყებაში ადასტურებენ, რომ ჯერ არავინ დაუკავებიათ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია