არქივი31 დეკემბერი, 2025, 03:13
უჩა აბაშიძე: მე ციხეში მოვხვდი - პირდაპირ ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან დაპირისპირების გამო

უჩა აბაშიძე ციხიდან წერს:
მე ციხეში მოვხვდი - პირდაპირ ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან დაპირისპირების გამო.
ჯერ საჯარო სამსახურიდან გამომიშვეს: ნუ, ჩემამდე ასე მოიტანეს ეს ამბავი - რო ღარიბაშვილმა უთხრა მინისტრს - ეგ ჩემი მაგინებელი როდემდე უნდა გყავდეთ მანდო და მთხოვეს “გაჩუმდი რაო“ (მეთქი გამაგდე კაცო, ჩემ გამო ნუ შეიქმნი პრობლემებს თქო და 1 თვეში დავემშვიდობეთ). თუმცა თავს ვერ დავდებ, რო ღარიბა just არ მოიმიზეზეს.
მერე, მალევე - სუს-ის შკოდაში აღმოვჩნდი და ლილუაშვილის სუსმა ულტიმატუმი წამიყენა - ან ჩვენთან იმუშავებ, ან დაგიჭერთო.
ყველა ჩემს ნათქვამ “არა“-ზე “ღადაობდნენ“ - კაი, მიდი, დაქოქე - მიგვყავს ჩვენთან კპზ-ზეო. ბოლოს - კაი, ჩადი მანქანიდან და მოიფიქრე კარგად, არას ნუ გვეუბნები - და ნათესავს/მეგობარს მაინც დააწყებიე ჩვენთან, თორე დაგიჭერთო.
ისე, ბარეთ, ბევრს ჰგონია, რო როცა ეგეთ შეთავაზებას გიკეთებენ - შავით თეთრზე გეუბნებიან - რუსების მხარეს გადმოდიო. მასე არ ხდება. მაგალითად მე მთავაზობდნენ დეპარტამენტის უფროსობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით, ვინმეს რამეს კი არ დაუშავებო კაცოო. 5-ნიშნა ხელფასი, სამსახურეობრივი მანქანა, იარაღი - ტარების უფლებით. მეთქი არა, ამ სუსში, გამორიცხულია. “ნუ ამბობ არას, კარგად დაფიქრდი, დაგიჭერთო“. მეთქი არა! კაცო ჩადი მანქანიდან - იფიქრე, ეგრევე არას ნუ ამბობო. მეთქი არაფერია საფიქრალი - არა! - მაშინ მეგობრეგი და ნათესავები გვირჩიე - იმათ ენდომებათ, ყველას დავასაქმებთ, ვისაც იტყვი - რამდენსაც იტყვიო. მეთქი და ამდენ ახალ კადრს რითი იყვანთ? - ევროპიდან გრანტების ფულებს უხდით მეთქი ხო? - ფული არაა პრობლემა, შენ მეგობრები თქვიო. მეთქი - არა! - კაი, მაშინ გიჭერთო. ნუ კაი, მართლა კი არა - ჩადი, წადი, იფიქრე და კარგად მოიფიქრეო - არას ნუ ამბობო.
მერე ორჯერ იყო - რო პირდაპირ ქუჩაში (აქციაზე) მომადგა ადამიანი - შენ დაგყვები მე - რო იცოდე - და დაგიჭერთო (ძველი ნაცნობები იყვნენ ორივე)
და ბოლოს ჯერ დამიჭირეს - და მერე იგონებენ - რა შემტენონ. ოთხი სხვადასხვა მუხლი სცადეს და ბოლოს მარიამის დაჭერა და გამწარება დასჭირდათ - რო ჩავესვით.
ხოდა ეხლა რას ვშვებით? - უი, ლილუაშვილი მართლა გახრწნილი კორუმპირებული ბოროტება აღმოჩნდა? - ხან ატკატებს კრიშავდა, ხან სუსის წნეხის გამოყენებით - ბიზნესებს არეკეტებდა (წილს თხოვდა “ჩაწყობილი“ საქმეებიდან) და ეს მხოლოდ ზედაპირია. ეს რაც შეძლებადია რო დაამტკიცო.
თუ ვინმეს სჯერა - რო ეს პროსტა გახრწნილი ჩინოვნიკი იყო - თორე ისე სუსს სამართლიანად და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებში მართავდა?
სუსი იყო ლილუაშვილის ჯიბის მაფიოზური ბანდა. ღარიბაშვილიც და ლილუაშვილიც - იყენებდნენ მაგ ძალაუფლებას წნეხისთვის (ეს უკვე დადასტურებული ფაქტია) და ემუქრებოდნენ - ისე, როგორც მე. მერე ზოგი თანხმდებოდა (მითუმეტეს არაფერს, თითქოს, ისეთს არ გთხოვდნენ - კაი ფულს იშოვი და ლილუაშვილი იქნება კრიშა, თუ არადა - ბეტონს ასკდები), ზოგი ქვეყნიდან გარბოდა, ზოგი ციხეში ამოალპეს.
ზუსტად ვიცოდი რო ლილუაშვილს უარს არ ეუბნებიან და დამიჭერს.
ვიცოდი - რო ვერ შემიკერავს რისთვის დამიჭიროს და იწვალებს. გამოვიდა, რო ამით გავწირე მარიამი - მარიამის დაჭერა დასჭირდათ - ჩემს გამოსაკეტად.
გავიდა წელიწადნახევარი - და ნათელია, რო ღარიბაშვილი კორუმპირებული, ქურდი და დანაშაულის დასაფარად ლილუაშვილით მოსარგებლე იყო (როგორც ვამბობდი)
და ლილუაშვილი გახრწნილი, კორუმპირებული და სუსის გავლენებით - ბოროტმოქმედულად მოსარგებლე. სუსის მეშვეობით გვიშორებდა /აშინებდა ადამიანებს, კრიშავდა დანაშაულს, წილებს ითხოვდა და ა.შ.
კრიმინალი - ვინც მე შემიკერა, შემირჩია, ჩამიდო საქმე - თვითონ ზის ეხლა ციხეში. ეხლა რა ხდება? თქვენ არ დაიჯეროთ, რო სუსში ან სასამართლოში, ან პროკურატურაში გამოსწორდა რამე, მარა, ხო ითხოვენ რო ვიფიქროთ - ვითომ გამოსწორდაო. ხოდა რა ხდება აწი?
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.