არქივი31 მაისი, 2025, 15:57
უჩა აბაშიძე: ეს აღიარა შაიშმელაშვილმაც - გდდ შევგზავნიდით პროვოკატორებსო, გაამწვავებდნენო და მერე მიზეზი გვეძლეოდა დასაშლელადო

ვუყურებ ბიჭების სასამართლოებს და მოყვანილ მოწმე პოლიციელებს და ... თქვენ კიდევ ვერ ხვდებით სისტემის მთელ ცინიზმს და ფარისევლობას.
ანუ ის ხო სრული უსამართლობა და უბედურებაა - რო მთავრობა კერავს სურათს, რო “აი, პოლიციელები დაშავდნენ. მერე რა რო წინა დღეს, მერე რა რო - ხელს ვერავის ადებენ, მერე რა რო - ამ ბიჭებს, კონკრეტულად, ვინმე დაეზიანებიოთ - მტკიცებულება არ გვაქ. ვინმე ხო უნდა დაისაჯოს? - ხოდა ამათ ვსჯით, ჯგუფურად!“
პროსტა ნებისმიერი 11 პოლიციელი რო მოვკრიბოთ და მომიტინგეების ცემისთვის, ჯგუფურად დავსაჯოთ - იმიტო რო ვინმე პოლიციელი ხო უნდა დასჯილიყო? - მაგას შვებიან ზუსტად.
მარა მე მინდა კიდევ 1 დონით უფრო ღრმა ცინიზმი დაგანახოთ:
სცენარი, ყველა აქციაზე, იყო იდენტური: იკრიბებოდა დიდი აქცია, წინ გზან გვიღობავდნენ ჩვეულებრივი პოლიციელები, დავუდგებოდით ჩვენ წინ, უშუალოდ - მხრებ-მიდებული. ვცდილობდით საუბარს. შორს, მათ უკან, დავინახავდით რო მოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა და დგებიან ფარიანები.
არაფერი არ ხდებოდა. ყველა ჯერზე ასე იყო. ათასობით კაცი დამეთანხმება. პოლიციელებიც დამეთანხმებიან - ასჯერ ვდგავართ გვერდიგვერდ.
უცებ - ჩვენი აქციის სიღრმიდან - იწყებოდა ქვების სროლა!
პოლიცია იღრიალებდა - ნუ ისვრით!
ჩვენ ვღრიალებდით - ნუ ისვრით!! - ჩვენ გვხვდება! - ნუ ისვრით!
ეს იწყებოდა მხოლოდ მაშინ - როცა ფარები და მანქანა უკან მოწყობას დაასრულებდნენ.
პოლიციელები, ღრმად მათი ზურგიდან, დაიწყებდნენ - ქვების უკან სროლას, ჩვენთვის, ჩვენსკენ. იმათაც ვუღრიალებდით ნუ ისვრითო - ხალხიაო (და პოლიციელებსაც ხვდებოდათ). ამის მერე მოიყვანდნენ წინ ჭავლის მანქანას - ჩართავდნენ “დაიშალეთ“-ს და ყველაფერი გადაიზრდებოდა არეულობაში.
ასე ხდებოდა 10-დან 10-ჯერ.
ამაზე მაშინაც ვწერდი. ამის გამოსავლენად - რამდენიმე აქციაზე, სპეციალურად ვიდექი შეხების ზოლიდან 10-15 ადამიანის მერე და გამოვიჭირე - ვინ იწყებდა ქვების სროლას. ამაზე მაშინვე ვსაუბრობდი - ფიზიკური ჩხუბი მომივიდა, ამხელა, მშვიდ აქციაზე - გამოვიჭირე ვიღაც მასტი, რომელიც არ მპასუხობდა ვინ არის და რას წარმოადგენს. მერე გამისხლტა ჩოჩქოლში.
ამაზე ვიდეოც მქონდა - პროვოკატორებს, შემდეგზე დავიჭერ და პოლიციას გადავცემ - და მერე თქვენ არკვიეთ ვისკენ ხართ თქო (არ მეღირსა, დამიჭირეს)
წინა ამ თემაზე პოსტისას აღმოვაჩინე, რო ხალხს არ ესმის რას ნიშნავს პროვოკატორი. პროვოკატორი ქვია - დამწყებს, ვინც პროვოცირებას ახდენს, არეულობის - თორე მერე, ემოციების დუღილისას, ყველაფერი გასაგებია კაცო.
ძალიან, ძალიან დიდი სხვაობაა - ვინ იწყებს! - ქალები, ბავშვები რო დგანან - იქეთ მხარეს დაუჯავშნელი, ჩვეულებრივი პოლიცია და ვიღაც იწყებს ქვების სროლას - აქციის სიღრმიდან (და მხარს უბამს ვიღაც პოლიცია - პოლიციის რიგების უკნიდან)
ეს აღიარა შაიშმელაშვილმაც - გდდ შევგზავნიდით პროვოკატორებსო, გაამწვავებდნენო და მერე მიზეზი გვეძლეოდა დასაშლელადო (მოიძიეთ რომელიღაცა პირველ ინტერვიუშია).
სინამდვილე რაშია იცით?
ეგ პოლიციელები - ვინც მოჰყავთ და ქვა მოხვდათ, ხელს რო ვერავის ადებენ და საერთოდ წინა დღეს დაშავდნენ - ეგენი დაასახიჩრა ისევ გდდ-მ (სუსმა) შეგზავნილი აგენტი პროვოკატორების ხელით 
ამაშია დამატებითი უკიდურესი ცინიზმი.
ჩვეულებრივი false flag ოპერაციით - გდდ-მ დააზიანა პოლიციელების ჯანმრთელობა - რო ჩვენი დაშლის მიზეზი შეექმნა. მერე დაიჭირეს წყლის ბოთლის - დაჯავშნული რობოკოპებისადმი გადამგდები ბიჭები - და ტენიან ამ პოლიციელების დაშავებას, მტკიცებულების გარეშე. თვითონ დალეწეს პოლიციელები, შემოგზავნილი პროვოკატორებით, გაწირეს მაგაზე, და ეხლა ამათ ტენიან 
P.S. ეგ წყლის, ნახევრად დალეული ბოთლები საიდან ჩნდებოდა იცით? - მათთვის მოჰქონდათ, რობოკოპებისთვის, ნახევარს დალევდნენ და გვესროდნენ, მასე ჩნდებოდა ამდენი ბოთლი," - წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი უჩა აბაშიძე ციხიდან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.