უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი

უშბაზე ექსპედიციის დროს დაიღუპა 29 წლის მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანი - ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ. უბედური შემთხვევა დღეს, 22 მაისს მოხდა;
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 ადამიანი, რომლთაგან ერთიც სიმაღლიდან გადავარდა. ნიკა ფალიანის და მისი თანხმლები პირების სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
"მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა" - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მესტიელი სამთო გამყოლი გიდი და მთამსვლელი სისტემატიურად აორგანიზებდა სათავგადასავლო ტურებს სვანეთის მთებსა და მყინვარებზე.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.