არქივი11 სექტემბერი, 2024, 20:23
“უფრო მკაცრი სასჯელია საჭირო” – ქალი, რომელმაც კობახიძეს “მონა” ეძახა, 1500 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელები-ს ინფორმაციით, მოქალაქე, ხათუნა ბერიძე, რომელმაც პრემიერ კობახიძესა და “ოცნების” სხვა ლიდერებს “მონები, მოღალატეები და გამყიდველები” უწოდა, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 1500 ლარით დააჯარიმა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 6 ივნისს ბათუმში მოხდა. ცნობილია, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ხათუნა ბერიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსამართლეს უთხრა, რომ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება იყო საჭირო, რადგან ბევრჯერ იქნა დაჯარიმებული და ამან შედეგი არ გამოიღოო”, – ამბობს ხათუნა ბერიძე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.