ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უტა ივანიშვილი იაპონურ სკანდალში

უტა ივანიშვილი იაპონურ სკანდალში

ტვ პირველი, იაპონური მედიასაშუალება Shūkan Bunshun –ზე დაყრდნობით წერს, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა – აუდიენცია 26 იანვარს ტოკიოს ერთ-ერთ რესტორანში შედგა.
მედიის ცნობით, გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია “ივანიშვილის უფროსი შვილის”, უტა ივანიშვილის სახე.
ტვ პირველი წერს, რომ Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ – “აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება”.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ბოლო ერთ წელიწადში იაპონიაში უტა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მაგალითად, მედია საშუალება წერს, რომ 2024 წლის ზაფხულში უტა ივანიშვილმა 500-550 მილიონი იენის (დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების მდიდრული აპარტამენტი შეიძინა ტოკიოს ცენტრალურ უბანში.
სტატიაში ასევე, ხაზგასმულია უტა ივანიშვილის მიერ აშშ-ს მხრიდან მამის დასანქცირების შემდეგ, იაპონიაში ახალი სააქციო საზოგადოების – ატუ ჰოლდინგსის დაარსების შესახებ, – წერს გამოცემა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.